fbpx
საბერძნეთი

ათენი: მომდევნო სამი დღის მანძილზე საბერძნეთის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში საბერძნეთში პოლიცია ათენში განსაკუთრებული მობილიზებით იმუშავებს.

აღნიშნული უკავშირდება ბერძნების ბოლო მეფის, კონსტანტინოს დაკრძალვას, რის გამოც, აუცილებელი იქნება, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მისი დაკრძალვა ორშაბათს მოხდება.

ამრიგად, პოლიციის ოფიცრები განლაგებულნი იქნებიან თითქმის ყველა წერტილში, სადაც ამის საჭიროება არსებობს და გააკონტროლებენ ვითარებას, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტებს.

ცერემონიისა და პოლიციის მუშაობის დონეს საბერძნეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გაუწევს მეთვალყურეობას.

onalem

ტესტ