fbpx
საბერძნეთი

კრეტა: 26 წლის გოგონას ხორცსაკეპ მანქანაში ხელი ჩაჰყვა – ექიმებმა მისთვის მტევნის შენარჩუნება ვერ შეძლეს

უბედური შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა. 26 წლის გოგონას, რომელიც ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, ხელი ხორცსაკეპ მანქანაში ჩაჰყვა.

როგორც ირკვევა, მიღებული დაზიანებები უმძიმესი იყო. მიუხედავად, ძლიერი ტკივილისა, ახალგაზრდამ წარმოუდგენელი მოთმინება და ამტანობა გამოიჩინა და მშვიდად ელოდებოდა პირველადი დახმარების აღმოჩენას. ის მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მისთვის მტევნის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

მას ჭრილობა მაჯის არეში ჰქონდა მიღებული და იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა ქვედა ნაწილის ამპუტაცია.

26 წლის გოგონა ორი შვილის დედაა.

onalem

ტესტ