fbpx
საბერძნეთი

ათენის აეროპორტის თანამშრომელი 2016 წლიდან მგზავრების ჩემოდნებს იპარავდა

ტელეკომპანია Open-მა დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ გააკეთა სიუჟეტი, რომელიც აეროპორტში სერიულ ქურდობებს უკავშირდება, თუმცა, ისტორიის მთავარი გმირი თავად აეროპორტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი, არც მეტი არც ნაკლები, 2016 წლიდან მგზავრების ჩემოდნებს იპარავდა და სახლში მიჰქონდა. მთელი ამდენი წლის მანძილზე ის ყველასგან შეუმჩნეველი რჩებოდა, ხალხი კი, საკუთარ ბარგს ვერასოდეს პოულობდა.

მის ქმედებებს ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც ისრაელისკენ მიმავალი ქალბატონის ჩემოდანი მოიპარა, სადაც ტელეფონის ყურსასმენები იდო და ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობა არსებობდა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩემოდანი ათენის რომელიღაც უბანში იყო და შესაბამისად, თანამშრომელი დააკავეს.

იხილეთ სიუჟეტი:

onalem

ტესტ