fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი და ევროკავშირის კიდევ 12 სხვა ქვეყანა “მწვანე პასპორტზე” შეთანხმდა

საერთო ჯამში ევროკავშირის 13 ქვეყანა შეთანხმდა “მწვანე პასპორტის” დაწესებაზე, ტურისტული მიმოსვლისთვის. პასპორტი საშუალებას მისცემს ნებისმიერ მოგზაურს, რომ თავისუფლად იმოძრაოს ამ 13 ქვეყანაში, კარანტინის და დამატებითი შეზღუდვების გარეშე.

ამ ქვეყნების სიაში შედიან: ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, მალტა, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი და ავსტრია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება ევროპული სისტემა, თითოეული მოქალაქის მონაცემები შენახული იქნება თოთოეული სახელმწიფოს მიერ და სისტემას არ ექნება ცენტრალიზებული სახე, რათა არ მოხდეს პირადი ინფორმაციის დაცვის კანონის დარღვევა.

ციფრული სერთიფიკატის მფლობელებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ QR კოდით, სადაც მითითებული იქნება, რომ:

  • ან გაკეთებული აქვთ ვაქცინა
  • ან გადატანილი აქვთ კორონავირუსი
  • ან გაკეთებული აქვთ ტესტი კორონავირუსზე ბოლო 72 საათის მანძილზე.

 

onalem

ტესტ