fbpx
საბერძნეთი

1,400 ტონა ნაგავი თესალონიკის ქუჩებში (კადრები)

დასუფთავების თანამშრომელთა გაფიცვის გამო თესალონიკის ქუჩები ნაგვით აივსო და მოსახლეობას არც თუ ისე სახარბიელო პირობებში უწევს ყოფნა, რადგან ამ ყველაფერს თან სდევს უსიამოვნო სუნიც.

როგორც ირკვევა, თანამშრომლები კვირა დღის შემდეგ არ მუშაობენ და ამ დრომდე თესალონიკში ურნებთან დაახლოებით 1,200-1,400 ტონა ნაგავია მოგროვებული.

როგორც დასუფთავებისა და გადამუშავების მერის მოადგილე, კოსტას იაკოვუ აცხადებს, დღეს დილით 32-დან 16 მანქანა გამოვიდა სამუშაოდ, მაგრამ ვინაიდან ეს მხოლოდ ნახევარია, ამ რაოდენობის ნაგვის აგროვებას მოკლე დროში ვერ მოახერხებენ.

onalem

ტესტ