fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 8 წლის ბავშვი თამაშისას ძაღლმა დაკბინა – ბიჭს სახეზე უმძიმესი დაზიანებები აქვს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კორინთოში მოხდა. 8 წლის ბიჭი ათენის საავადმყოფოში სახის უმძიმესი დაზიანებების გამო გადაიყვანეს.

ირკვევა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი თავის თანატოლებთან ერთად ქუჩაში თამაშობდა, როდესაც თავს უპატრონო ძაღლი დაესხა და სახის არეში დაკბინა.

თავდაპირველად ბიჭი კორინთოს საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მდგომარეობა მძიმე იყო, მისი ათენში გადმოყვანა გახდა საჭირო.

ბავშვთა საავადმყოფოს ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად, თუმცა, ბავშვს წინ გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს.

 

*მოცემული ფოტო არ შეესაბამება რეალურად მომხდარ ფაქტს

onalem

ტესტ