fbpx
საზოგადოებასაქართველო

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი სცენიდან საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილი გახდა, რომ ევროვიზია 2019-ზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს. პროექტ “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული სწორედ ოთო ნემსაძე გახდა, რაც ნიშნავს, რომ ისრაელში კონკურსზე ის გაემგზავრება. თუმცა, დიდი სიხარული მისთვის უსიამოვნო ამბით დასრულდა. ის სცენიდან გადავარდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნემსაძე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანა შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.

ნემსაძის მეუღლის განცხადებით,მას დაჟეჟილობები აღენიშნება და ფეხი აქვს დაზიანებული.

ის ევროვიზიაზე  რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

 

onalem

ტესტ