fbpx
საბერძნეთი

საგანგაშო ციფრები საბერძნეთისთვის ყოველდღიურობად იქცა – ნახეთ მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში 4.033 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი საგანგაშო ციფრები ქვეყნისთვის უკვე ყოველდღიურობად არის ქცეული.

დღეს, 13 აპრილს, საბერძნეთში გარდაიცვალა 93 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ წინა დღეებთან შედარებით, მაჩვენებელმა ამ მხრივაც აიწია.

კრიტიკული მდგომარეობა ფიქსირდება საავადმყოფოებშიც, სადაც მიმართვიანობა კვლავ ძალიან დიდია და სამედიცინო პერსონალი პაციენტთა რაოდენობას ვეღარ უმკლავდება. ამიტომ ითხოვს სამინისტრო დახმარებას კერძო ექიმებისგან.

მთავრობა ცდილობს, რომ სიტუაცია დააბალანსოს, ვინაიდან ფაქტია, რომ კარანტინს არანაირი შედეგები აღარ აქვს. ექსპერტთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაიხსნას კაფეები და რესტორნები.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, აღდგომამდე არაფრის გახსნა არ იგეგმება და მაისის პირველ 10 დღეში, ეპიდმდგომარეობის შესაბამისად, მიიღება ახალი გადაწყვეტილებები. ასევე, გაურკვეველი რჩება, შეძლებს თუ არა მოსახლეობას აღდგომის სოფლებში გატარებას, თუმცა, ამ საკითხს ექსპერტთა საბჭო მხარს არ უჭერს.

 

onalem

ტესტ