fbpx
საბერძნეთი

კატასტროფა საბერძნეთში: სახურავებზე ასული ხალხი კერკირაზე, გაუჩინარებული ადამიანი ევიაში და დატბორილი კრეტა

“ბალოსმა” საბერძნეთში იმაზე უარესი შედეგები გამოიწვია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. წარმოუდგენელი რაოდენობის ნალექმა, რომელიც მოკლე ხანში მოვიდა, გასასვლელი ვერ ნახა, მოუწესრიგებელი გაყვანილობის გამო, შესაბამისად, თავს დაატყდა სახლებს, გზებსა და ქუჩებს.

კერკირაზე დატბორილ სახლებში მომწყვდეული ხალხი სახურავებზე ავიდა, რათა გადარჩენილიყვნენ. მათ საშველად სპეციალური ოპერაცია Super Puma-ს ვერტმფრენმაც კი განახორციელა, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა სხვა გამოსავალი.

სამწუხაროდ, ევიაში გაუჩინარებულია ერთი მამაკაცი, რომლის მანქანის ნაწილებიც ცოტა ხნის წინ იპოვეს. მას სამაშველო სამსახურში დარეკილი ჰქონდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა, მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. მისი სახლი წყლის ადიდებულ არხთან ახლოს მდებარეობს.

ამას გარდა, “ბალოსმა” დააზარალა კრეტაც, სადაც ქარის ძალამ 11 ბალს მიაღწია. მძიმე მდგომარეობაა კუნძულზე, ითაკი, რომლის მერიც აცხადებს, რომ სახურავებზე რომ არ ასულიყვნენ, კუნძული მსხვეპრლს დაითვლიდა.

ნახეთ ვითარება:

კერკირა

კეფალონია

კიფისოს

onalem

ტესტ