fbpx
საბერძნეთი

“ძალიან ადრეა საბერძნეთში ზომების მოხსნაზე საუბარი” – სტელიოს პეცას

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტელიოს პეცამ ტელეკომპანია Mega-სთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა ქვეყანაში ზომების მოხსნაზე საუბარი, იმის ფონზე, რომ ინფიცირების ამდენი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად.

როგორც ცნობილია, არსებული შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ვადები კიდევ გახანგრძლივდება.

პეცა შეეხო სკოლების გახსნის თემასაც და თვითტესტირებას ძლიერი იარაღი უწოდა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა უსაფრთხო გარემოში განაგრძონ. მინისტრის თქმით, შესაძლებელია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იყოს თავისუფალი, მასწავლებელთა პოზიციებზე, თუმცა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათ შესავსებად მომდევნო თვეებში.

“ძალიან ადრეა, რომ ვინმემ ზომების მოხსნაზე ისაუბროს. მითუმეტეს, როდესაც ყოველდღიურად ინფიცირების ამდენ შემთხვევას ვხედავთ. ამ მომენტისთვის არ უნდა გვქონდეს მოლოდინები, არამედ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში,” აცხადებს პეცა.

onalem

ტესტ