fbpx
საბერძნეთი

პაკისტანელს საბერძნეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და მას შემდეგ 4 სხვადასხვა პირადობის მოწმობით დადიოდა

გამოძიების მასალებიდან უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი პაკისტანელის შესახებ, რომელმაც ათენში 17 წლის ნიკოლეტა შეკამათების ფონზე მოკლა. საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პაკისტანელს მოთხოვნილი ჰქონდა თავშესაფარი, რომელზეც უარყოფითი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს გამოუვიდა, 1 წლის მანძილზე კი, არალეგალურად იმყოფებოდა და ატარებდა 4 პირადობის მოწმობას, სხვადასხვა მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ პირადობის მოწმობებში სხვადასხვა ჰქონდა ასაკიც, სახელები და გვარები და ცხადია, მამისა და დედის სახელები და გვარებიც, შესაბამისად, ჯერ კიდევ ვერ დგინდება, თუ რეალურად რამდენი წლისაა პაკისტანელი.

“ის არის არალეგალი იმიგრანტი, რომელიც საბერძნეთში უკანონობებს ჩადიოდა. ამ ფაქტებს მისი საკუთარი ძმაც კი ადასტურებს, ჩვენებაში ამბობს, რომ ყიდდა კონტრაბანდულ სიგარეტს და დაკავებული იყო სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით. უნდოდა, რომ დაშორებულიყო, მაგრამ არ აძლევდა ამის საშუალებას. ” ამბობს ნიკოლეტას ოჯახის ადვოკატი.

onalem

ტესტ