fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რადიოლოგი ექიმს დაესხა თავს, რადგან ტომოგრაფიის გადაღება სთხოვა, მან კი, ჩათვალა, რომ ამის გამო არ უნდა შეეწუხებინათ

კრეტადან, კერძოდ კი, ხანიიდან, წარმოუდგენელი საჩივარი ვრცელდება. როგორც ირკვევა, ავარიაში მოჰყვა ადგილობრივი ბიჭი, 18 წლის, რომელიც მძიმედ დაშავდა და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას.

საჩივრის მიხედვით, ქირურგმა რადიოლოგს სთხოვა, რომ ადგილზე მისულიყო და პაციენტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადაეღო, პასუხად კი, უარი მიიღო. რადიოლოგი აღნიშნულ საავადმყოფოში ადმინისტრატორის პოზიციასაც იკავებს. როგორც ირკვევა, მან შეურაცხყოფად მიიღო ქირურგის თხოვნა და ჩათვალა, რომ ამ მიზეზით, მასთან შედარებით გამოუცდელ ექიმს არ უნდა შეეწუხებინა. ის ადგილზე მივიდა და გარკვეული წყაროების თანახმად, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ფიზიკურადაც დაესხა თავს ქირურგს.

საბოლოოდ, ტომოგრაფია გადაიღეს, 18 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია და საავადმყოფოში დარჩება. მომხდართან დაკავშირებით კი, შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებენ.

 

onalem

ტესტ