fbpx
საბერძნეთი

ათენში ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძრაობის სიჩქარე გაიზარდა – ახალი ზომები, რომელთაც შედეგი მოიტანეს

მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მიიღეს დამატებითი ზომები და დაწესდა გარკვეული შეზღუდვები გადაადგილების თვალსაზრისით, საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით სწრაფი გახდა ვიდრე აქამდე იყო. საუბარია ე.წ. “ათენის რგოლზე” (იგივე Δ-დაკტილიოს), რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას ზღუდავს და მიზნად ისახავს სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას ათენის ცენტრში და შესაბამისად, ზღუდავს ჰაერის დაბინძურებასაც.

ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძრაობის სიჩქარე გაზრდილია პიკის საათებში (07:00-10:00) მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე და განსაკუთრებით ხუთ სატრანსპორტო ღერძზე:

კიფისიის გამზირი (ფსიხიკოდან აბელოკიპამდე)
ვასილეოს კონსტანტინოს გამზირზე (ეროვნული გალერეიდან პანათინაიკოს სტადიონამდე)
ვულიაღმენის გამზირზე (იმიტოდან კალიროიმდე)
სიგრუს გამზირზე (აგიოს სოსტიდან სტილიოს ილიმპიომდე)
ვასილისის სოფიას გამზირზე (ალექსანდრადან სინდაღმამდე).

ამას გარდა, როგორც უკვე ცნობილია, ათენის ცენტრალურ გამზირებზე განთავსდება კამერები, რომლებიც საგზაო დარღვევების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. საბერძნეთში, განსაკუთრებით კი, დიდ ქალაქებში, მათ შორის ათენში, საგზაო მოძრაობის წესები ხშირად ირვევა.

კამერები დააფიქსირებენ შემდეგ დარღვევებს: უკანონო პარკირებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას, სიჩქარის გადაჭარბებას და ა.შ. ზოგადად, უცნაურია, რომ ევროპის ქვეყანაში მსგავსი სახის კამერები ამ დრომდე არ ფუნქიონირებს, შესაბამისად, მძღოლებში გახშირებულია დაუსჯელობის სინდრომი და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ყველას ყურადღების მიღმა რჩება.

ციფრული კამერები დააფიქსირებენ არა მხოლოდ სანომრე ნიშნებს, არამედ მძღოლების სახეებსაც კი.

ახალი კამერები განთავსდება:

5 ვასილისის სოფიას გამზირზე
1 კიფისიის გამზირზე
3 ალექსანდრას გამზირზე
3 მესოგიონის გამზირზე.

 

onalem

ტესტ