fbpx
საბერძნეთი

600 ევრო ΔΕΗ-სგან და გახშირებული თაღლითობა – რას უნდა უფრთხილდეს მოსახლეობა?!

საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანია ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ ენდობიან ისეთ ადამიანებს ან შეტყობინებებს, რომლებიც მათ პირად ინფორმაციას ითხოვენ იმ მიზნით, რომ თითქოს თანხა უნდა დაურიცხონ.

კერძოდ, საუბარია პროგრამაზე, Power Pass, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მოსახლეობას დენის გაძვირების შემდეგ ზედმეტად გადახდილ თანხებს უბრუნებს. ამ პროგრამის გამოცხადების შემდეგ გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანებს და მათგან ინლაინ-ბანკინგის და ანგარიშების კონფიდენციალურ მონაცემებს ითხოვენ, იმისთვის, რომ ვითომ თანხები დარიცხონ.

ΔΕΔΔΗΕ იუწყება, რომ კომპანია არასოდეს ითხოვს პირად ინფორმაციას ადამიანებისგან და არც თანამშრომლებს გზავნის ამ მიზნით თანხების დასაბრუნებლად, შესაბამისად, მოუწოდებენ ყველას, რომ ნუ ენდობიან მსგავსი სახის ნურც შეტყობინებას და ნურც ფიზიკურად ბინებზე მისულ პირებს.

როგორც ირკვევა, ბოლოს მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი გახდა 79 წლის ქალბატონი თესალონიკში, რომელთანაც სახლში მივიდნენ და ვინაიდან თანხა არ ჰქონდა, ძვირფასეულობა მოპარეს.

onalem

ტესტ