fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი კითხულობს, გამოართვას თუ არა ფული ტურისტებს, რომლებიც მისი სახლიდან ხანძარს გაექცნენ

მიუხედავად იმისა, რომ ატიკის რეგიონი გუშინ ხანძრის ეპიცენტრში იყო მოქცეული, ზოგი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ფულზე ფიქრობს. მაშინ, როცა ლაგონისში, სარონიდასა და ანავისოში სახლები იწვოდა და ხალხი იქაურობას ტოვებდა, ბერძენი მამაკაცი სვამს კითხვას, უნდა გამოართვას თუ არა ფული ტურისტებს, რომლებსაც მისი სახლი ჰქონდათ დაქირავებული, მაგრამ ხანძრის გამო იქიდან, პირდაპირი მნისვნელობით, გაიქცნენ.

მამაკაცმა, არც მეტი, არც ნაკლები, აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და წერს, რომ “სერიოზული” პრობლემა აქვს. ვერ გადაწუყვეტია, უნდა გადაახდევინოს თუ არა სტუმრებს სახლში ყოფნის საფასური, ვინაიდან მისი ბრალი არ არის, რომ ხანძრები გაჩნდა.

ბერძნები მამაკაცს მკაცრად აკრიტიკებენ და წერენ, რომ ხალხს სახლები ეწვის და გარბიან, ის კი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, დაუბრუნოს ამ ადამიანებს გადახდილი თანხა, თუ დაიტოვოს, ვინაიდან უშუალოდ ის არ არის პასუხისმგებელი ხანძრებზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მეხანძრეები ლუტრაკსა და სარონიდაში კვლავ ებრძვიან ცეცხლს, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს, ხოლო ყველაზე რთული ვითარება დერვენოხორიაში ფიქსირდება.

onalem

ტესტ