fbpx
საბერძნეთი

გაზაფხულზე პანდემიის ახალი ტალღა საბერძნეთში – რისი იმედი აქვთ ექსპერტებს?!

“პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ნიკოს კაპრაველომ განაცხადა, რომ მისი საავადმყოფოს 800 თანამშრომელს ვაქცინის მე-3 დოზა არ აქვს მიღებული, მაგრამ სრულად ვაქცინირებულად ითვლება მაშინ, როცა სინამდვილეში მე-3 დოზის გარეშე დაცულები არ არიან.

“აუცრელთა და ნაწილობრივ აცრილთა რაოდენობა ძალიან დიდია. არ მომხდარა აცრის ვალდებულების გაფართოვება, არავაქცინირებულთათვის შეზღუდვების დაწესება და ამავე დროს, საკმარისად გაძლიერებული არ არის ჯანდაცვის სისტემა. 

უკვე მივაღწიეთ იმ ფაზას, რომ ვირუსი გარკვეულწილად ენდემური გახდა, მაგრამ გაზაფხულისთვის პანდემიის გავრცელების კიდევ ერთ ტალღას ველით. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება მსუბუქი და მარტივად გადავიტანთ, წინა ტალღებთან შედარებით,” ამბობს პროფესორი.

ამრიგად, კაპრაველოს პროგნოზით, საბერძნეთს კოვიდის კიდევ ერთი ტალღა ელის, მაგრამ ექსპერტებს აქვთ იმედი, რომ გამომდინარე ამინდის გაუმჯობესებიდან და ახალი შტამის ნაკლებად სახიფათო ხასიათიდან, ჯანდაცვის სისტემაზე არ განხორციელდება სერიოზული ზეწოლა.

ამ დროისთვის საბერძნეთში ორი დოზით აცრილთა რაოდენობა 7.309.116-ს აღწევს.

onalem

ტესტ