fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინაციის ვალდებულება აუცილებლად უნდა გაფართოვდეს სხვებზეც” – დორა ბაკოიანი

დორა ბაკოიანიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ვალდებულების გაფართოვება სხვა სფეროებზეც. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საკმარისი არ არის ამ ზომების ორიენტირება მხოლოდ მედიკოსებზე.

“მეცნიერებს ღმერთმა მიაგნებინა ვაქცინისთვის, რომ ხალხი გადაერჩინათ და ეს ძალიან მარტივი რამ გასაგები უნდა იყოს ყველასთვის. იცით, რა თქვა 62 წლის მამაკაცმა, სანამ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანენდნენ?! ექიმებს სთხოვა, რომ აუცილებლად აეცრათ მისი შვილები და შვილიშვილები. არ არსებობს სხვა გამოსავალი, არ არსებობს ალტერნატივა. “

ბაკოიანის ზუსტად არ დაუსახელებია, თუ ვის უნდა შეეხოს კიდევ ვაქცინაციის ვალდებულება, თუმცა, სახელმწიფოს ამ დროისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ეს ვალდებულება მოქმედებს სამედიცინო პერსონალისთვის და მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში.

სტელიოს პეცას განცხადებით, მთავრობა მაინც ღიად ტოვებს საკითხს, რომ ვალდებულება გაფართოვდეს, თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ექსპერტების რეკომენდაციით.

onalem

ტესტ