fbpx
საბერძნეთი

რას ამბობენ სეისმოლოგები მიწისძვრაზე, რომელმაც გუშინ ათენიც შეძრა?

გუშინ, 00:06 საათზე კორინთიაში მომხდარი მიწისძვრა საკმაოდ საგრძნობი იყო ათენშიც და მისი ძალა, როგორც ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტი იუწყება, 4,1 ბალს შეადგენდა.

სეისმოლოგი გერასიმოს ხულიარა წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის ტერიტორიაზე იყო, კორინთოს ცენტრიდან 21 კილომეტრში.

ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ ათენში, არამედ ლუტრაკშიც და როგორც ირკვევა, ეპიცენტრის სიღრმე მხოლოდ 5 კილომეტრია. სეისმოლოგთა თქმით, საქმე გვაქვს ზედაპირულ მიწისძვრასთან, რაც ნაკლებად სახიფათოა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზარალი არსად არ ფიქსირდება და მომხდარი მიწისძვრა შფოთვის საგანს არ წარმოადგენს.

 

onalem

ტესტ