fbpx
საბერძნეთი

ისტორიული განაჩენი 5 წლის შემდეგ – პავლო ფისას მკვლელობაში 15 პირი დამნაშავედ სცნეს

საბერძნეთის სასამართლომ დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. “ოქროს განთიადის” 15 წევრი, 17-დან, დამნაშავედ სცნეს პავლო ფისას მკვლელობაში. მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, ხოლო სასამართლო პროცესების მსვლელობიდან 5.5 წლის შემდეგ, სამართალი აღსრულდა.

ტრაგიკული ფიგურა იყო მოკლულის დედა, ქალბატონი მაგდა ფისა, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ მისი შვილი ცოცხალია, რადგან სამართალი აღსრულდა.

“პავლომ ეს შეძლო… ჩემო ბიჭო…”

მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი მკვლელობის გარდა, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვისაც წაუყენეს.

კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერობისთვის “ოქროს განთიადის” წევრსა და ყოფილ პარლამენტარს, ნიკოს მიხალოლიაკოსს, თავისუფლების 5-15 წლამდე აღკვეთა ელის. ხოლო თუ გათვალისწინებული იქნება შემამსუბუქებელი გარემოებები სასჯელი 2-დან 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

onalem

ტესტ