fbpx
კრიმინალი

ბერძენმა და ალბანელებმა პოლიციელების როლი გაითამაშეს და სახლიდან 60.000 ევროს ძვირფასეულობა მოიპარეს

კინემატოგრაფიული ძარცვა კიფისიაშე მდებარე სახლში მოხდა. წაღებულია 60.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, ძირითადად ოქრო.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ძარცვის ბრალდებით დაკავებულია ერთი ბერძენი და ორი ალბანელი, რომლებმაც ბინაში შეღწევა პოლიციელების როლის გათამაშებით შეძლეს. ბინის პატრონს, 50 წლის მამაკაცს უთხრეს, რომ მისი ვაჟის დასაკავებლად მივიდნენ, ვინაიდან მას, ბანკზე კიბერთავდასხმის საშუალებით, 6 მილიონი ევრო ჰქონდა მოპარული.

არსებული ცნობებით, ისინი სახლში მარტივად შევიდნენ, რადგან განაცხადეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, შემდეგ 60.000 ევროს ღირებულების ოქრო იპოვეს, აიღეს და ბინა მშვიდად დატოვეს.

სახლის პატრონმა ეჭვი აიღო და პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც გამოაშკარავდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

სამივე ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია, მანქანაში აღმოაჩინეს პოლიციის ფორმა და გარკვეული საბუთები.

onalem

ტესტ