fbpx
კრიმინალი

გლიფადა: ერთსა და იმავე ბიზნესმენს სამი მაღაზია აუფეთქეს

პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომელთაც ათენის მდიდრულ გარეუბანში ერთი და იმავე ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული უკვე მესამე მაღაზია ააფეთქეს. ამჯერად, ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუაღამით თავდამსხმელები ტანსაცმლის მაღაზიასთან გაჩერდნენ, შუშა ჩაამსხვრიეს და შიგნით ბომბი შეაგდეს, რომელიც 04:20 საათზე აფეთქდა.

შედეგად, მაღაზიაში აღინიშნება სერიოზული მატერალური ზარალი, თუმცა, არავინ დაშავებულა.

დანარჩენი ორი შემთხვეა ასევე გლიფადაში გასულ თებერვალს, ხოლო ხალანდრში მარტის თვეში მოხდა.

ბიზნესმენი, რომელსაც აღნიშნული მაღაზიები ეკუთვნის, ფლობს დიდ ქსელს და კიდევ დაახლოებით 70 მაღაზიას რუსეთში, დუბაიში, ამერიკასა და საბერძნეთში.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თავდასხმები უკავშირდება შანტაჟს თუ საქმე გვაქვს ფინანსურ აგნარიშსწორებასთან.

onalem

ტესტ