fbpx
საბერძნეთი

“მოდის ურთულესი ზამთარი, იანვრამდე გვეყოლება 7.000-მდე გარდაცვლილი” – ილიას მოსიალოს

პროფესორი ილიას მოსიალოსი შოკისმომგვრელ პროგნოზს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იანვრის თვემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 7.000-სს მიაღწევს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ინსტიტუტი მსგავს პროგნოზს აკეთებს, პანდემიის კურსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რეალობამ აქამდე გამოთქმულ პროგნოზებს გადააჭარბა, რადგან მოსალოდნელი იყო გაცილებით ნაკლები მსხვერპლი. 

ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს მომდევნო 2-3 კვირის პროგნოზი. თუმცა, სრული სიზუსტით საუბარი შეუძლებელია. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება პანდემიის დინამიკა.

ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობის და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, იანვრის თვემდე ქვეყანაში 7.000-ზე მეტი გარდაცვლილი გვეყოლება,” აცხადებს პროფესორი.

 

onalem

ტესტ