fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან ვირუსით, ჩვენ გვყავს 29 წლის პაციენტი” – ათენის “სოტირიას” დირექტორი

კორონავირუსთან დაკავშირებულ მითს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მოხუცებულ ხალხს ერჩის, ათენის საავადმყოფო “სოტირიას” დირექტორი აქარწყლებს. როგორც მინა გაგა აცხადებს, საავადმყოფოში ჰყავთ 29 წლის პაციენტიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია აუცილებლად ესაჭიროებოდა.

ΣΚΑΙ-სთან საუბრისას გაგა ამბობს, რომ ვირუსით ჩვეულებრივ ავადდება ახალაგზრდა ხალხი და ისინიც უნდა იყვნენ ფრთხილად:

“ვირუსით ინფიცირებული ბევრი ახალგაზრდა მინახავს, რომელიც იღუპება გრიპითა და პნევმონიით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმი ვირუსზე უკეთ რეაგირებს, ყოველწლიურად უამრავ ადამიანს ვკარგავთ გრიპით და ისინი არ არიან ყველა ხანდაზმულები.

გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 29 წლის პაციენტიც.”

ექიმმა განაცხადა, რომ ახალაგზრდებში კორონავირუსი შეიძლება გამოვლინდეს გემის დაკარგვის, ანემიის და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომებით.

onalem

ტესტ