fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოძღვარმა ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და მამაკაცმა მასზე ხელის აღმართვა სცადა

უსიამოვნო ინციდენტი ზაკინთოზე, კერძოდ კი, აგიოს პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მოხდა.

ირკვევა, რომ გალობის ხმის ფონზე მოძღვარი ქადაგებდა და საკუთარ მრევლს მოუწოდა, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ. ის საუბრობდა პანდემიაზე და მოსახლეობის მიერ ზომების დაცვის მნიშვნელობაზე.

სწორედ აღნიშნული სიტყვების წარმოთქმისას ერთ-ერთი მამაკაცი გაცხარდა და მოძღვარს ყვირილი დაუწყო. მას სამარცხვინოს უწოდებდა და იმასაც კი შეეცადა, რომ ხელით შეხებოდა, თუმცა, ადგილზე მყოფებმა შეაჩერეს.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ