fbpx
კრიმინალი

პეტროს ფილიპიდის სხვა პატიმრების ეშინია – მსახიობის პირველი ღამე საკანში

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობი, პეტროს ფილიპიდი წინასწარი დაკავების საკანში გუშინ გადაიყვანეს. მან ციხეში პირველი ღამე გაატარა და როგორც ჩანს, მისთვის ეს მდგომარეობა ურთულესი აღმოჩნდა.

მსახიობს ბრალად გაუპატიურება და გაუპატიურების მცდელობა ედება, ხოლო როცა ის ΓΑΔΑ-ში მიიყვანეს, პოლიციას უთხრა, რომ არ განეთავსებინათ სხვა პატიმრებთან ერთად, რადგან ეშინია მათი. ოფიცრებმა ის დაამშვიდეს და უთხრეს, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს. შემდეგ მოათავსეს საკანში, სადაც მთელი ღამით მარტო იმყოფებოდა.

მისი ოფიციალური დაკითხვა სასამართლოში გუშინ გაუხმაურებელი დარჩა. პროცესი დახურული იყო და მასზე არ გამოცხადდა არცერთი მისი ნათესავი.

ფილიპიდის დღეს ტრიპოლის ციხეში გადაიყვანენ და როგორც ირკვევა, იქნება იმ განყოფილებაში, სადაც იმყოფება დიმიტრის ლიგნადი.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, ფილიპიდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ