fbpx
საბერძნეთი

“მეეჭვება, რომ სამსახურებიდან წასული აუცრელი პირები იგივე პოზიციებზე დაბრუნდნენ” – ვასილის კოდოზამანის

“ვაქცინაციის ვალდებულების ზომა მიმართულია მათკენ, ვინც ზრუნავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. გვსურს, რომ აცრის ვალდებულების საკითხი საერთოდ არ იყოს ჩვენს ქვეყანაში განხილვის საგანი, თუმცა, ეს საჭირო გახდა და კანონი ძალიან მარტივი და ნათელია – ის 1 სექტემბერს ამოქმედდება.

ეს ზომა მივიღეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა პანდემია არ არის დასრულებული. ისინი, ვინც სამსახურს დატოვებენ აუცრელობის გამო, საეჭვოა, რომ დაუბრუნდნენ იგივე ადგილებს მომავალში. ვინც 1-ელ დოზას მალევე გაიკეთებს, დაუბრუნდება თავის პოზიციას, ხოლო ვინც გვიან აიცრება, შესაძლოა აღარ იმუშაობს იქ, სადაც იქამდე მუშაობდა და გადაანაწილონ სხვაგან, სადაც ეს საჭირო იქნება.

ამას გარდა, რამდენიმე დღით გაიხსნება პლატფორმა, რომ თავისუფალ ადგილებზე ახალი პერსონალის დაქირავება მოხდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროს ამით დავეხმარებით,” განაცხადა კოდოზამანიმ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუ რომელიმე ექთანი ან ექიმი სამსახურს დატოვებს და აუცრელობის გამო გავა უხელფასო შვებულებაში, შესაძლოა სამუშაო პოზიციაც დაკარგოს და თუ მომავალში აიცრება, სრულიად სხვა განყოფილებაში განაგრძოს მუშაობა.

onalem

ტესტ