fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: მამაკაცმა ღვინის სარდაფიდან ოთხი 1,5 მეტრიანი გველი შიშველი ხელებით გამოიყვანა

ვიდეო, რომელიც Animal Rescue and Defence Squad-ის მიერ გავრცელდა, აღწერს, თუ როგორ გაჰყავს მამაკაცს ღვინის სარდაფიდან ოთხი გველი, რომელთა სიგრძეც 1,5 მეტრია.

როგორც ირკვევა, საუბარია გველის სახეობაზე, რომელიც არ არის შხამიანი და ისინი ზამთრის გადასატანად, სავარაუდოდ, უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მამაკაცმა ოთხივე გველი სრულიად შიშველი ხელებით გაიყვანა სარდაფიდან და სრულიად უსაფრთხოდ გადაიყვანეს სპეციალურ ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსდებიან.

onalem

ტესტ