fbpx
საზოგადოება

24 იანვარს ანიტა პანიასა და ილიას ფსინაკის საერთო გადაცემის პრემიერა MEGA-ზე

როგორც გაირკვა, ანიტა პანია და ილიას ფსინაკი საერთო გადაცემას გვიმზადებენ, რომლის პრემიერაც ტელეკომპანია MEGA-ზე 24 იანვარს შედგება, 00:10 საათზე.

დივერსიული სატელევიზიო წყვილი, რომელსაც არაჩვეულებრივი ქიმია აქვს, ტელეეკრანებზე გამოჩნდება გარემოში, რომელიც ძალიან ბევრ სიურპრიზს მალავს. ისინი ისაუბრებენ როგორც ყველაზე მსუბუქ, ასევე, ყველაზე მგრძნობიარე თემებზე. ეს იქნება საუბრები, როგორებიც სახლებში გვაქვს ხოლმე და ვერც კი ვხვდებით, როგორ გადის დრო.

ანიტა პანია, თავისი აზრიანი საუბრითა და სტუმრების მიმართ ემპათიის განცდით, მეორეს მხრივ კი, ილიას ფსინაკი, შემოქმედებითი სპონტანურობითა და მახვილგონივრული კომენტარებით იდეალურად ავსებენ ერთმანეთს და გადაცემაც, მოსალოდნელია, რომ ძალიან საინტერესო გამოვა.

onalem

ტესტ