fbpx
საზოგადოება

მინა არნაუტი ტატიანა სტეფანიდუსთან 18 თებერვლის საბედისწერო ღამის შესახებ ჰყვება

ამჯერად ტატიანა სტეფანიდუსთან მინა არნაუტი 2016 წლის 18 თებერვლის ტრაგედიის შესახებ ჰყვება. ის იხსენებს თითოეულ დეტალს, პადელისთან ბოლო საუბარს და აღწერს იმ გოლგოთას, რომელიც საშინელი ავარიის შემდეგ გაიარა და ახლაც გადის. მას 13 ოპერაცია გაუკეთდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია.

“მკერდზე ძლები არ მქონდა. სხვა ძვლები ჩამისვეს სამედიცინო მასალებით. ევანგელიზმომდე ისე მივედი, რომ მხოლოდ საუბარი შემეძლო. ჩემს სხეულს ვერ ვგრძნობდი, ისინი გარეთ იყვნენ გამოსული და ჩემი მაისური გახეული იყო.

ფილტვში 10 სანტიმეტრიანი ხვრელი მქონდა. მოტეხილი მქონდა ხელიც და ფეხზე ძვალი მაკლდა. არ მახსოვდა, პადელის ეკეთა თუ არა ღვედი, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ არ ეკეთა. მახსოვდა მისი ვარდნა, მაგრამ არ ვიცოდი სად იყო ის იმ მომენტში.

ვერ ვსაუბრობდი და ვერც კი ვახველებდი, შემდეგ ფილტვები გამოჯანმრთელდა და ამიტომ გადავლახე ყველაფერი. ერთი თვის მანძილზე ვერ ვაცნობიერებდი, თუ რა მოხდა…”

იხილეთ გადაცემა:

onalem

ტესტ