fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საავადმყოფოში პაციენტები ოპერაციებს აუქმებენ, რადგან ქირურგი აუცრელია

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, კავალას საავადმყოფოში, ოპერაციები უქმდება, მიზეზი კი, ქირურგის აუცრელობაა.

ცნობილი გახდა, რომ მთავარი ოფთალმოლოგი ამ დრომდე არ არის ვაქცინირებული და აქედან გამომდინარე, პაციენტები დაგეგმილ ოპერაციებს აუქმებენ და საავადმყოფოს ტოვებენ.

ამ დროისთვის გაუქმებულია მინიმუმ 5 ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იყო და უახლოეს მომავალში უნდა ჩატარებულიყო. როგორც ჩანს, ექიმი ოპერაციებამდე პაციენტებს ატყობინებდა, რომ არ იყო აცრილი და ეკითხებოდა, უნდოდათ თუ არა, რომ მას ჩაეტარებინა პროცესი.

მეორეს მხრივ, საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტებს, რომლებმაც გააუქმეს ოპერაციები, მისთვის არ მიუმართავთ, რომ შესაბამისი ზომები მიეღო.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უკვე ცნობილია, 1 სექტემბრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არ აიცრებიან, სამსახურს დატოვებენ და მუშაობის შეჩერების მანძილზე ხელფასი არ გადაეხდებათ.

onalem

ტესტ