fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცოლ-შვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, პატმანოღლუ კვლავ მამა ხდება

იპატიოს პატმანოღლუ გოგონას წუთი წუთზე ელის. ცოლ-შვილის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, ის კვლავ მამა გახდება. მისი მეუღლე ემანუელა ვოიაძი ათენის კერძო სამშობიაროში იმყოფება და უკვე მზად არის ბავშვი ამ ქვეყანას მოავლინოს.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს გიორგოს ვაკაკისი Porsche-ს მარკის ავტომობილით დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რა დროსაც პატმანოღლუს მანქანას დაეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო. თავად მამაკაცი მანქანიდან საპირფარეშოში იყო გადასული. იქ მჯდომი ქალი და 3 წლის ბავშვი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ავარიას შეეწირა გიორგოს ვაკაკისიც და მისი მეგობარი, რომელიც გვერდით ეჯდა.

პატმანოღლუს მიერ მორალური ზიანისთვის მოთხოვნილი თანხა 4 მილიონი ევრი იყო, თუმცა, სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მას 1.200.000 ევრო მიაკუთვნეს.

პატმანოღლუმ მეორე ოჯახი შექმნა 12 დეკემბერს შექმნა. ცნობილია, რომ ყოფილი პატრნიორი მის მეუღლესაც გარდაცვლილი ჰყავს.

onalem

ტესტ