fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“საბერძნეთში “ბრმა” ამინდი იქნება, ასეთი არაფერი მინახავს” – იანის კალიანოსის განცხადება

“12 წელია მეტეოროლოგიის სფეროში ვმოღვაწეობ, ამინდის ვპროგნოზირებ, მაგრამ აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. ვიდრე “ოკეანიდა” საბერძნეთამდე მოაღწევს, რამდენიმე ძალიან განსხვავებული ვარაუდი არსებობს. ეს თითქოს ბრმა ამინდი იქნება, რომლის ზუსტად პროგნოზირებაც შეუძლებელია.

ჩვენ იარაღების გარეშე ვართ, ეს სიტუაცია დაახლოებით იმას ჰგავს, თვითმფრინავის პილოტები უამინდობის და ხილვადობის არარსებობის გამო კონტროლს რომ კარგავენ, მოსახლეობა კი დაბნეული მგზავრების ამპლუაშია.

არვიცი სხვა სინოპტიკოსები რას ფიქრობენ და რას აკეთებენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკუთარ საქმეში კარგები არიან, ჩემთვის წარმოუდგენელია ვინმემ ზუსტი პროგნოზი დადოს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შაბათს შუაღამით ატიკის ჩრდილოეთ გარეუბნებში ითოვებს. ასევე ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი თივაში.

ამრიგად, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე “ბრმა” ამინდს საბერძნეთში,” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს ბერძენი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსი.

onalem

ტესტ