fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

იდუმალებით მოცული თვითმფრინავი, რომელიც ათენის აეროპორტში დაჯდა, რადგან სხვაგან არ მიიღეს

თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ათენის საერთაშორისო აეროპორტში 4 საათით დაჯდა, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა. როგორც ცნობილია, პილოტებმა რამდენიმე ევროპული აეროპორტისგან დაჯდომის უფლება ითხოვეს, თუმცა, ნეგატიური პასუხების გამო, საჰაერო ხომალდი ათენში დასვეს. საიდან მოფრინავდა იდუმალებით მოცული თვითმფრინავი?!

როგორც ცნობილია, ეს იყო ვენესუელური ხომალდი, რომელიც ათენში დაუგეგმავად დაჯდა. ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით მაშინვე ალაპარაკდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საბერძნეთში იმიტომ დაჯდა, რომ მადუროს ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს გარკვეული შეხვედრები ჰქონდა.

ისინი დაჟინებით ითხოვენ ახსნა-განმარტებას საბერძნეთის მთავრობისგან, თუ რატომ მისცეს უფლება ვენესუელურ თვითმფრინავს ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენილიყო, როცა ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ მათ კატეგორიული უარი განუცხადა.

ალექცის ციპრას კაბინეტი მხოლოდ ადასტურებს ფაქტს, რომ თვითმფრინავი ნამდვილად დაჯდა ათენში, თუმცა, დამატებით განცხადებებს არ აკეთებს.

ასევე ცნობილია, რომ ხომალდი კარაკასიდან ვენესუელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუნძულ მარგარიტაზე მიფრინავდა, მაგრამ ათენში აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ