fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 8 წლიანი პატიმრობა დამლაგებელ ქალს, რომელიც 13 შვილის დედაა

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ამჟამად ასეთია: 8 წლიანი პატიმრობა ელის ქალს, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და რომელიც 13 შვილის დედაა.

საუბარია იოანინაში მომხდარ შემთხვევაზე. ქალმა სამუშაოს საშოვნელად სკოლის ატესტატი გააყალბა, როგორც ეს მოხდა დიმიტრა ციადაკის შემთხვევაში, რომელსაც 10 წლიან პატიმრობას უსჯიდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაათავისუფლეს.

დაკავებული დამლაგებლის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სააპელაციო პროცესი 8 აპრილისთვის დაიგეგმა.

50 წლის ქალს 13 შვილი ჰყავს და მას მხარს უჭერენ თავისი კოლეგები, ოჯახი და სხვადასხვა ორგანიზაციები.

მას იმედი აქვს, რომ ციხეში გატარებული დღეები, ციადაკის მსგავსად, მხოლოდ უსიამოვნო თავგადასავლად დარჩება და 9 აპრილს უკვე თავისუფალი იქნება.

onalem

ტესტ