fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრში მდებარე სასტუმროს ორ სართულს ნგრევა ელის, რადგან აკროპოლის ხედს მალავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი, ათენის ცენტრში მდებარე სასტუმროს, Coco Mat-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ მოხდეს ორი სართულის დემონტაჟი.

საუბარია სასტუმროზე, რომლის ბოლო ორი სართულიც აკროპოლის ხედს მალავს და ამის შესახებ საჩივრები მოქალაქეებმა შეიტანეს. სასამართლომ საქმე განიხილა და მშენებლობის 2017 წელს გაცემული ნებართვა 2019 წელს ბათილად იქნა ცნობილი.

მიუხედავად ამისა, ათენის მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა არ გაუქმებულა და არც ორი სართულის თვითნებური დემონტაჟის მოწოდება გაცემულა ოფიციალურად მათი მხრიდან.

სახელმწიფო საბჭომ ათენის მერიას სამი თვე მისცა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს და განხორციელდეს ყველა საჭირო მოქმედება, შესაბამისად, ეს თემა კიდევ ერთხელ განიხილება 2023 წლის 14 თებერვალს.

 

onalem

ტესტ