fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როდის უნდა გადავწიოთ საათი და რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა დროის შეცვლასთან დაკავშირებით?!

როგორც უკვე ცნობილია, მარტის თვის ბოლო კვირას საბერძნეთში საათები უნდა გადავწიოთ. აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დავის საგანია და საბოლოოდ ევროპარლამენტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

“2021 წლიდან ქვეყნებში დროს აღარ შეცვლიან და მუდმივად ზაფხულის გრაფიკი შენარჩუნდება.”

საათების გადაწევის ინიციატივა პირველად 1970 წელს ელექტრო ენერგიის კრიზისის პერიოდში შემოიტანეს, ხოლო ევროპის ქვეყნებმა 1996 წლიდან დაიწყეს დროის შეცვლა, ოქტომბრისა და მარტის თვეებში.

დროის შეცვლის პირველი უპირატესობა ელექტრო ენერგიის დაზოგვაა, იგულისხმება დღის სინათლის გამოყენება.

7 თვის მანძილზე, რომელიც ზაფხულის პერიოდსაც მოიცავს, ჩვენ 210 საათს ვზოგავთ, ანუ არ მოვიხმართ ელექტრო ენერგიას, ვინაიდან დღის სინათლეზე ის არ გვესაჭიროება.

onalem

ტესტ