fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბრილიანტების ცნობილი დილერი სასქესო ორგანოს დაგრძელების ოპერაციისას გარდაიცვალა

სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. პარიზში ძალიან ცნობილი ბრილიანტების დილერი, ეჰუდ ლანიადო, 1 მარტს, სასქესო ორგანოს დაგრძელების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ლანიადო ოპერაციის ჩასატარებლად ამერიკიდან პარიზში ჩაფრინდა და ერთ-ერთ ცნობილ და ძვირ კლინიკაში მივიდა. ბელგიელმა კაცმა თავისი შედეგის ნახვაც კი ვერ მოასწრო.

ფრანგული მედია იუწყება, რომ ლანიადო ნემსის გაკეთების შემდეგ თავს უკვე ცუდად გრძნობდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როცა ოპერაცია დასრულდა, გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. ექიმები ბევრს ეცადნენ, ის უკან დაებრუნებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

პარიზის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს, ზუსტად რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ ბრილიანტების დილერი პენისის დაგრძელების ოპერაციას იმ დროს ითხოვდა, როცა კლინიკაში სამუშაო საათები არ იყო და რეალურად დახურული კლინიკა გახსნა. ეს ყველაფერი კი, დამატებით ეჭვებს აჩენს.

onalem

ტესტ