fbpx
საზოგადოება

ბერძენმა კაცმა ცოლს თმა გადახოტრა, რადგან მის ტელეფონში საეჭვო მესიჯი იპოვა

დაუჯერებელი ინციდენტი კრეტაზე, მალიაში მოხდა, სადაც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ქალმა საკუთარი დამსაქმებლისგან ეროტიული შინაარსის მესიჯი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ქალს შუადღის საათებში ეძინა, როცა ქმარი მიუახლოვდა და ვიდრე რეაგირებას მოასწრებდა, თმა სრულიად გადახოტრა. მან ყვირილი დაიწყო და მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

მისი ქმარი დაახლოებით 2 საათში დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა ეს მესიჯი წაიკითხა და ამ გზით გადაწყვიტა ცოლის დასჯა. მას 18 თვიანი პატიმრობა ელის.

onalem

ტესტ