fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გაფრთხილება ფარშთან დაკავშირებით, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ამოიღეს ქათმის ფარში.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი აქვთ ქვემოთ მოცემული სახეობის ხორცი, არ გამოიყენონ ის.

კერძოდ, ეს არის ფარში, დასახელებით “ΚΙΜΑΣ ΚΟΤΟΠΟΥΛΟ ΕΛΛΗΝΙΚΟΣ ΝΩΠΟΣ”, ვადები – 03/06/19 – 08/06/19.

ცნობილია, რომ პროდუქტში აღმოჩნდა ბაქტერიები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას.

onalem

ტესტ