fbpx
საზოგადოება

პირველი ბერძენი ქალი, რომელმაც 20 წლის შემდეგ ევერესტზე ბერძნული დროშა აღმართა

ევერესტი, ზღვის დონიდან 8.848 მეტრზე, ამ ადგილს სამყაროს ჭერსაც უწოდებენ და სწორედ აქ სურდა ბერძენ მთამსვლელს, ხრისტინა ფლაბურს მიახლოვება. თუმცა, მისიის შესრულება, რა თქმა უნდა, ურთულესი აღმოჩნდა. ხრისტინა ნეპალში 5 აპრილს გაემგზავრა და ევერესტის წვერს 20 მაისს მიაღწია. მან სულ რამდენიმე დღის წინ დედამიწის უმაღლესი მწევრვალი დაიპყრო.

დადებითი ემოციების პარალელურად ევერესტის “გზა” ჯოჯოხეთსაც ჰგავდა, რადგან როგორც ხრისტინა ამბობს, ის ხედავდა უამრავ გარდაცვლილ მთამსვლელს, რომელთა გამოყვანა და დახმარება თავის დროზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომ ჩარჩნენ იქ. მათი სხეულები კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ, რადგან კლიმატური პირობები ხრწნის საშუალებას არ იძლევა.

“ვინც მაღლა ავდიოდით, ვხვდებოდით გარდაცვლილებს და ვტიროდით, ძალიან რთული სანახავი იყო, რადგან ისინი ცოცხლებს ჰგავდნენ. ეცვათ ჩვენნაირი სპეციალური სამოსი და ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი. იმდენად საშიში ადგილია, რომ შენი თავი მხოლოდ შენ გეკუთვნის. ჩარჩენილი ადამიანი სპეციალური ოპერაციის საშუალებით უნდა გამოიყვანონ, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე კვდება ხალხი აქ…” -ამბობს ის.

სირთულეები ხრისტინას კიდევ უფრო აძლიერებდა და აახლოვებდა თავის მიზანთან. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც, კონსტანტინოს ნიარხოს შემდეგ, ჯომოლუნგმა დაიპყრო და 8.500 მეტრზე საბერძნეთის დროშა ასწია.

onalem

ტესტ