fbpx
საზოგადოება

“ბევრ ფულს კატასტროფისკენ მივყავართ” – ბერძენი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოიგო

ის, ალბათ, ყველაზე იღბლიან ადამიანად გრძნობს თავს, მას შემდეგ, რაც ლატარიაში ორჯერ მოიგო და ორჯერვე ჯეკპოტი. მისი ბოლო მოგება 5 მილიონ ევროს შეადგენს და ის თავისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პირველად საუბრობს, თუ რას ნიშნავს, გახდე ერთ დღეში მილიონერი. საინტერესოა როგორია ახლა მისი ცხოვრება.

იანის ხუვარდა კუნძულ კარპათოსიდან არის და 2010 წლის 21 თებერვალს იხსენებს. ის იმ დღეს მეგობრებთან ერთად კაფეში წავიდა, მაგრამ იქ შესვლამდე, OPAP-ის ოფისში შეიარა და ბილეთი შეავსო. როგორც თავად ამბობს, ამას მხოლოდ და მხოლოდ გასართობად აკეთებდა ხოლმე და არასოდეს უფიქრია, რომ ნამდვილად მოიგებდა.

“თუ შენ არ იცი როგორ გამოიყენო ფული სწორად, ის გაგანადგურებს. კვირას საღამოს ციფრების გამოცხადების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ 5 მილიონის მფლობელი ვიყავი. ისიც გამოაცხადეს, რომ მოგებული ბილეთი კუნძულიდან იყო, მაგრამ მაინც არ მჯეროდა. ორშაბათს ველოდებოდი, რომ ზუსტად გამერკვია. იმ ღამით არ მიძინია. ვფიქრობდი, რომ მილიონის მფლობელი ვიყავი, მაგრამ არა ერთის, არამედ ხუთი მილიონის.

ორშაბათი გათენდა და ადგილზე მივედი. მითხრეს, რომ ცხადია, ფულს მთლიანად ვერ ავიღებდი, მაგრამ რაც მრჩებოდა, ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ვალები მახრჩობდა და მე ამისგან ერთ დღეში გავთავისუფლდი. არ მიყიდია არც მანქანები, არც სამოგზაუროდ წავსულვარ, თანხის უდიდესი ნაწილი ბიზნესში ჩავდე, რათა თანხა მუდმივად გამომემუშავებინა. ადამიანების 90% ასეთ შემთხვევებში, ფულს ფლანგავს და შემდეგ ისევ ისე რჩებიან, როგორც იყვნენ. მე მჯერა, რომ ბევრ ფულს კატასტროფისკენ მივყავართ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ადამიანზე, რომელიც მას ფლობს.”

როგორც ცნობილია, ხუვარდასმა დიდი თანხა გადასცა გაჭირვებულ ხალხს.

onalem

ტესტ