fbpx
საზოგადოება

აგელიკი ნიკოლულის ემოციური გადაცემა გაუჩინარებულ ქართველ მამაკაცზე, გრიგორი ბერიკაშვილზე

საბერძნეთში ჩამოსვლამდე ორი წლით ადრე გრიგორი ბერიკაშვილი თბილისში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, რათა გამოსასყიდი მოეთხოვათ. მისი ოჯახი შეძლებული იყო და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საბერძნეთში ჩამოსვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. მას საქმე არ ეთაკილებოდა და პერამაში გემთსაშენ ქარხანაში მუშაობდა. პარალელურად ღარიბულ სახლში ცხოვრობდა. მისი უცნაური გაუჩინარება პირველად მისმა ახლო მეგობარმა, როვერტო სიდიროპულომ შენიშნა:

“ტელეფონზე დავურეკე, რათა სამუშაოზე წასვულიყავით და არ მპასუხობდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. თუმცა, როცა 15 დღე გავიდა და არ გადმომირეკა, ნერვიულობა დავიწყე. საერთო ნაცნობებში ვკითხულობდი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.”

როგორც ის ამბობს, ტელეფონზე ზარები ჩვეულებრივ შესდიოდა, თუმცა, არ პასუხობდა. ეს კი 20 დღე გაგრძელდა. თითქმის ერთთვიანი დუმილის შემდეგ, მისმა მეგობარმა სხვებთან ერთად გრიგორის სახლში მისვლა გადაწყვიტა. სახლის პატრონს მეორე გასაღები არ აღმოაჩნდა, რის გამოც მან ნება დართო სახლის ფანჯარა შეემტვრიათ, რათა ენახათ, კარგად იყო თუ არა ის.

სახლს არანაირი კვალი არ ეტყობოდა, რომ ის ვინმე ძალით შევიდა. მაცივარში იდო საჭმელი, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული (2017 წლის აგვისტო). ვადა ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს, რა დროის მანძილზეც გრიგორი იყო გაუჩინარებული. სწორედ ამის შემდეგ შეატყობინეს მათ პოლიციას, თუმცა, ამ დრომდე სიტუაცია არ იცვლება.

მეგობრის განცხადებით, ის არ სვამდა, არ ეწეოდა. სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, ჯერ კიდევ არის მისი ტანსაცმელი. მას ბარგი სადმე წასასვლელად არ ჩაულაგებია.

“საბერძნეთში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ეშინოდა. ბებიამ საბუთები გაუკეთა, რომ მშვიდად ყოფილიყო. ის ფინანსურად კარგად იყო, მძიმე სამუშაო არ სჭირდებოდა, მაგრამ საბერძნეთში იმიტომ დარჩა, რომ სიმშვიდე უნდოდა.”

გრიგორის ხანში შესული დედა საუბრობს იმაზე, თუ რამდენს აკეთებს შვილის მოსაძებნად:

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ვთხოვე, გერმანიაში მოეძებნათ. მას იქ ძველი მეგობარი და კლასელი ჰყავდა, რომელსაც ბიზნესი აქვს და ვიფიქრე, რომ მის მოსაძებნად წავიდა. მაგრამ, რა პასუხებიც გერმანიისა და საბერძნეთის გამოძიებისგან მივიღე, ნეგატიური იყო.
მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ვიღაცებს ფულს სესხულობდა. შემდეგ არ უბრუნებდნენ და ჩხუბობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდა და ის მოკლეს.”

2015 წელს გრიგორი საქართველოში ერთი თვით იყო ჩასული, მაგრამ უკან დაბრუნდა, რადგან საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის 10 წლიან საბუთს ელოდებოდა. მას საკუთარი ადვოკატები და თოთოეული ადამიანი, რომელიც იცნობდა, უაღრესად ზრდილობიან, თავაზიან და პატიოსან კაცად ახასიათებენ. ის არასოდეს ცდილობდა რაიმე არაკანონიერის ჩადენას.

“ჩემს შვილს 20.000 ევრო ჰქონდა მოგროვებული. მინდა გავიგო, ეს ფული სახლში ჰქონდა, ბანკის ანგარიშზე თუ ვინმემ წაიღო.”

გრიგორის დედა საბერძნეთში ადვოკატთან ერთად იყო ჩამოსული, მაგრამ პოლიციაში მისვლისას იმედგაცრუებული დარჩა:

“მათ იცოდნენ ჩემი შვილის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ მისი საქმე უჯრაში დარჩა. ვთხოვე, ტელეფონზე შესული უკანასკნელი ზარები შეემოწმებინათ, მაგრამ მითხრეს, რომ პროკურატურაში წავსულიყავი და იქ მომეთხოვა.”

ქალი ამბობს, რომ როგორც მოგვიანებით შეიტყო, გრიგორის ურთიერთობა ჰქონდა დაქორწინებულ ქალთან:

“ამ ქალის შესახებ არაფერი ვიცი. ვშიშობ, რომ მისმა ქმარმა ჩემს შვილს რაიმე დაუშავა. არვიცი ცოცხალს ვიპოვი თუ მკვდარს. მე ხნიერი ქალი ვარ, 80 წელს ზემოთ… გთხოვთ დამეხმარეთ…”

onalem

ტესტ