fbpx
საზოგადოება

პანდემიის მძიმე შედეგები: უმუშევრად დარჩენილი ქალის 9 წლის შვილმა შიმშილისგან გონება დაკარგა

ინციდენტი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, კუნძულ როდოსზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა თავის უმუშევრად დარჩენილ დედასთან ერთად საცხობის რიგში იდგა, როდესაც გონება დაკარგა. ამის მიზეზი, როგორც ცნობილი გახდა, შიმშილი იყო.

ქალი ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა.

როდოსის სასტუმროების გაერთიანების პრეზიდენტი, თანასის სტამული აცხადებს, რომ კუნძულზე ტრაგიკული სიტუაციაა და ხალხი იმ დონემდეა მისული, რომ საკუთარ ნივთებს ყიდიან თავის სარჩენად.

“ეს სიტუაცია ოკუპაციას მახსენებს. როდოსი მკვდარია, განსაკუთრებით ღამით, აქ არავინ მოძრაობს,” ამბობს ის.

ირკვევა, რომ 9 წლის გოგონას დედა მარტოხელა მშობელია და ორ შვილს ზრდის. ის არ ითხოვს ფულად დახმარებას, ითხოვს საკვებს ბავშვებისთვის და სამსახურს, რომ მათი რჩენა შეძლოს.

საზოგადოება იმედოვნებს, რომ ტურიზმი თავის სახეს გარკვეულწილად მაინც დაიბრუნებს, ხალხი კი სამსახურებში დაბრუნდება.

onalem

ტესტ