fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის წყლებში თურქი მამაკაცი იმიგრანტების შემოყვანისას დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია თურქეთის 55 წლის მოქალაქე, რომელიც კუნძულ როდოსთან საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საეჭვო გადაადგილებაში შენიშნა.

როგორც ირკვევა, ის მცირე ზომის მოტორიანი ნავით მოძრაობდა და სამი არალეგალი იმიგრანტი გადმოჰყავდა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელთაგანაც თანხა ჰქონდა აღებული.

საპატრულო კატერმა მას გამაფრთხილებელი ნიშანი მისცა, თუმცა, ის არ დაემორჩილა და სახიფათო მანევრების ფონზე ცდილობდა გაქცევას.

საბოლოოდ თურქეთის მოქალაქე დააკავეს და სამი იმიგრანტი, რომელიც მას ნავზე ჰყავდა, ბერძნებმა მშვიდობით გადმოიყვანეს ხმელეთზე.

საქმეს როდისის ცენტრალური პორტის ხელმძღვანელობა იძიებს.

onalem

ტესტ