fbpx
საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალის ცხედარი კორპუსის წინ – მოწმეთა ჩვენებები

საზოგადოება დღეს შუადღეს თესალონიკში მომხდარმა ამბავმა შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, დაღუპულია 36 წლის ქართველი ქალი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის წინ იპოვეს.

ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია, თუ რა მოხდა კონკრეტულად და რატომ იწვოდა ცხედარი.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გაიგეს საკმაოდ ძლიერი ხმაური, რომელიც აფეთქებას ჰგავდა, შემდეგ კი დაინახეს, რომ აივნიდან ადამიანი ჩამოვარდა. როცა მიწაზე დაეცა ის ცეცხლმოკიდებული იყო და ბოლი ასდიოდა. გამომდინარე აქედან, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, ქალი იყო ის თუ მამაკაცი.

როგორც თვითმხილველი ამბობს, შეიძლება ეს ყოფილიყო ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის მიზეზით მომხდარი შემთხვევა.

საქართველოს 36 წლის მოქალაქე 4 ან 5 სართულიდან არის გადმოვარდნილი, ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზი კი უცნობია.

წყარო: https://www.star.gr/eidiseis/ellada/505290/thessalonikh-brethhke-kameno-ptwma-se-polykatoikia

onalem

ტესტ