fbpx
საზოგადოება

ის, რაც ბერძენისთვის წარმოუდგენელია – ტურისტმა ქუჩები ნაგვისგან გაწმინდა

ერთ-ერთმა გამვლელმა (ბერძენმა) ქუჩაში შენიშნა ტურისტი, რომელიც რეთიმნოში ნაგავს აგროვებდა. ის ქვეყნის დასათვალიერებლად იყო ჩამოსული და ასე ვთქვათ, თავისუფალი დრო, სწორედ ქუჩების დასასუფთავებლად გამოიყენა. კრეტელი მას წამოეწია და ჰკითხა, თუ რატომ აკეთებდა იმას, რაც, როგორც ჩანს, ბერძენისთვის წარმოუდგენელი იყო.

მან ღიმილით უპასუხა: “პირველი იმიტომ, რომ ვფიქრობ, თუ ხალხი დამინახავს, რომ ამას ვაკეთებ, შეიძლება შემომირთდნენ, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ეს პოზიტიური ენერგიით მავსებს.”

გაირკვა, რომ ის ნაგავს მხოლოდ იმ დროს არ აგროვებდა, არამედ ყოველდღე, როცა გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა და ნაგავს შენიშნავდა, ყოველთვის ყრიდა მათ სანაგვეში.

ფაქტია, რომ ახალგაზრდა ტურისტი ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ რაიმე სარგებელი მიიღოს, არც ის აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ გამვლელები. მთავარი მხოლოდ ერთია, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს, სადაც ვართ, მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩვენი მშობლიური მიწა-წყალია თუ არა.

onalem

ტესტ