fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალბატონი, რომელსაც სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა სახლი წაართვა, გულის შეტევით გარდაიცვალა

სამწუხარო შემთხვევა კალამატაში მოხდა. 70 წლის ბერძენი ქალბატონი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სესხის გადაუხდელობის გამო, სახლი დაკარგა.

როგორც მისი ვაჟი, ხრისტოს იოკალა ამბობს, ქალბატონს პატარა სახლი სესხით ჰქონდა ნაყიდი, როდესაც მუშაობდა. მას შემდეგ, რაც თანხის გადახდას ვეღარ ახერხებდა, ბანკის თანამშრომლები ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ბინის დაკარგვის საშიშროება არსებობდა, ვინაიდან დრო გადიოდა და დავალიანება იმატებდა.

ხრისტოს იოკალა აცხადებს, რომ ბანკი კატეგორიული იყო და არ მიდიოდა არანაირ კომპრომისზე, საბოლოოდ კი, მისი დედის ბინა აუქციონზე გაიყიდა.

ქალბატონი ამ ამბიდან სამ დღეში გარდაიცვალა, რადგან ამჟამინდელი ცნობებით, მისმა გულმა ნერვიულობას ვერ გაუძლო. მის ვაჟთან ერთად, ადგილობრივებიც ბანკის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებენ.

onalem

ტესტ