fbpx
საზოგადოება

“დღეში ოთხჯერ ვჩხუბობდით” – კატერინა გერონიკოლაუ ფეი სკორდას გადაცემაში

ფეი სკორდამ გადაცემის პირველ სტუმრად მსახიობ კატერინა გერონიკოლაუს უმასპინძლა და დიალოგის მთავარი თემა მისი იანის ციმიცელისთან ურთიერთობა იყო.

სკორდამ კატერინას ჰკითხა, შეეშინდა, თუარა დასაწყისში ფაქტის, რომ იანისი უკვე მამა იყო და ჰქონდათ თუ არა მათ სირთულეები.

“ფაქტის, რომ მამა იყო, არ შემშინებია. ბავშვი ყოველთვის მამასთანაა, მას მოჰყვება და შენ უნდა გაუმკლავდე არა მხოლოდ კაცს, არამედ მის შვილსაც. იყო მცირე სირთულეები, წავიდოდა თუ არა ყველაფერი კარგად, თუმცა, ვფიქრობ, რომ გადავლახეთ და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.”

ფეი შეეხო ფილმის თემასაც, სახელად “Για πάντα” და მსახიობს ჰკითხა, როგორი იყო მათი თანამშრომლობა, რაზეც მან უპასუხა, რომ გამომდინარე დინამიური ხასიათიდან, დღეში ოთხჯერ ჩხუბობდნენ, რადგან ორივეს რადიკალური აზრები აქვთ.

იხილეთ ინტერვიუ:

onalem

ტესტ