fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ თესალონიკში 24.000 შემოწმება განახორციელა – დაკავებულია 137 ემიგრანტი

საბერძნეთის პოლიცია, ათენის გარდა, შემოწმებებს თესალონიკშიც ახორციელებს. როგორც მედია იუწყება, ბოლო ოთხი თვის მანძილზე საერთო ჯამში 24.000 შემოწმება ჩატარდა და დაკავებულია 466 პირი, რომელთაგან 137 არალეგალი ემიგრანტია.

კონტროლი პოლიციამ ნარკოდანაშაულთან, სიგარეტით უკანონო ვაჭრობასთან, ქურდობასა და ყაჩაღობასთან საბრძოლველად გააძლიერა.

ოფიციალური ინფორმაციით, 16,616 შემოწმება ჩატარდა პარკებში, სკვერებში და ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილას, კონტროლი გაიარა 2.552-მა მანქანამ. პოლიცია დარღვევების შესამოწმებლად ასევე შევიდა 43 მაღაზიაში.

დაკავებულთაგან 43 ძარცვის ბრალდებით აიყვანეს, 193 ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის, 26 იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, ხოლო 137 მათგანი ემიგრანტია, რომელსაც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთები არ აღმოაჩნდა.

 

onalem

ტესტ