fbpx
საბერძნეთი

მთელი საბერძნეთი “წითელ” ზონაში – რა ეტაპის შესახებ საუბრობს ვანა პაპაევანგელუ?

დღევანდელი გამოსვლის ფარგლებში პროფესორმა, ვანა პაპაევანგელუმ განაცხადა, რომ საბერძნეთში ზომების ეტაპობრივი მოხსნა სრულიად რეალურია და უახლოეს მომავალში განხორციელდება. მიუხედავად ამისა, მან დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური ზეწოლა მაინც საკმაოდ ძლიერი რჩება.

“მთელი საბერძნეთი “წითელ” ზონაშია. მაგრამ ჩვენ გადავდივართ ეტაპზე, როდესაც კოვიდ-ინფექციასთან ერთად ცხოვრებას, თანაარსებობას მივეჩვევით და ამ ფაზაში უკვე ყველამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ექსპერტთა საბჭოს განსაკუთრებით აწუხებს მოხუცებულ ადამიანთა საკითხი, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელება ასაკიან ადამიანებში, პირდაპირ ნიშნავს ზეწოლის გაძლიერებას ჯანდაცვის სისტემაზე.

მიუხედავად იმისა, თუ ვაქცინაციის რა მაჩვენებელი გვექნება, ნიღბის დახურულ სივრცეებში ტარება მოგვიწევს, რადგან პირბადის ტარება ვირუსის გავრცელებას დახურულ სივრცეში 56%-ით ამცირებს. ყველას შეუძლია აირჩიოს, რა დონეზე იქნება დაცული კორონავირუსისგან.

ქვეყნის მოსახლეობის 1,5% აქტიური ინფიცირებულია, ხოლო რეგიონებში, სადაც ომიკრონის შტამმა შედარებით “დააგვიანა”, უკვე შეინიშნება მონაცემების გარკვეული ზრდა,” აცხადებს პაპაევანგელუ.

onalem

ტესტ